ირკუტსკის ოლქში, ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად პილოტი დაიღუპა

ირკუტსკის ოლქში TU-22M-ის ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად რუსი მფრინავი დაიღუპა, – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა “ტელეგრამზე” განაცხადა.

„TU-22M-ის კატასტროფის ადგილას სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მფრინავის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს იგორ კობზევი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟის ოთხივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდათ. ახლა კი გუბერნატორმა თქვა, რომ გადარჩენილ პილოტებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კობზევის ინფორმაციით, სპეციალისტები ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დადგენაზე მუშაობენ, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები