ტაილანდში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი აირჩიეს
პაეტონგტარნ შინავატრა ტაილანდის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდა,- ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ტაილანდის თანამედროვე ისტორიაში 37 წლის პაეტონგტარნ შინავატრა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა. მას ქვეყნის პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობამ – 491 დეპუტატიდან 319-მა მხარი დაუჭირა.
გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის ქალი მილიარდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თაქსინ შინავატრას ქალიშვილია.
მანამდე, ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სრეტა ტავისინმა „ეთიკის წესები“ დაარღვია, როდესაც მინისტრთა კაბინეტში წარსულში ნასამართლევი ადვოკატი დანიშნა.