Politico: აშშ კიევისთვის “JASSM” საკრუიზო რაკეტების მიწოდებას განიხილავს

შეერთებული შტატები განიხილავს უკრაინის F-16 მებრძოლებისთვის “JASSM” საკრუიზო რაკეტების მიწოდებას,- ამის შესახებ Politico პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ასეთი რაკეტების წყალობით უკრაინის საჰაერო ძალები 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე თავდასხმას შეძლებენ.

უკრაინაში რაკეტების გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ცნობილია, თეთრი სახლი ამ ეტაპზე დეტალებს განიხილავს.

პენტაგონის სპიკერმა თქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინის თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მრავალ ვარიანტს განიხილავს, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები