რუსული ჯარები კურსკის რაიონში სანგრებს თხრიან
რუსულმა ჯარებმა კურსკის რაიონში სანგრების გათხრა დაიწყეს, რადგან უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ამ მიმართულებით,- ამის შესახებ OSINTtechnical-ი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვითი ნაგებობები, სავარაუდოდ, შენდება ლგოვ-სუჯას მაგისტრალზე, სუძიდან ნახევარ კილომეტრში. სატელიტური სურათების მიხედვით, უკრაინასთან არსებული უახლოესი თხრილი მდებარეობს სოფელ ვიქტოროვკასთან, საზღვრიდან 45 კილომეტრში.
ცნობილია, რომ რუსეთი თავდაცვით ხაზებს ასევე კურსკის ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ამზადებს.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW), რომელიც სიტუაციის მონიტორინგს ღია წყაროებზე დაყრდნობით ახორციელებს, ანგარიშში წერს, რომ რუსეთის ჯარებმა, როგორც ჩანს, ჯერ ვერ მოახერხეს კურსკის რეგიონში ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია.
ინფორმაციისთვის, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთის კურსკის ოლქის 74 დასახლება ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.