უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო
ევროკავშირმა უკრაინას “Ukraine Facility” პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გადასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
დახმარების მიღება მოგვიანებით უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ 4,2 მილიარდი ევრო არასამხედრო მიზნებს მოხმარდება.
“უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო “უკრაინის მექანიზმის” პროგრამის ფარგლებში.
მთავრობა ამ თანხებს სოციალურ პროგრამებს, ჰუმანიტარულ სფეროს და სხვა მნიშვნელოვან საბიუჯეტო პროგრამებს მოახმარს. ჩვენ ვაგრძელებთ სამხედრო ხარჯების დაფინანსებას ექსკლუზიურად საკუთარი რესურსებით.
წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინას 12 მილიარდ ევროზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერა გამოუყო. ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი მდგრადობის, განვითარებისა და მომავლისთვის. ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ამ ძალისხმევას. წლის ბოლომდე ველოდებით დახმარების კიდევ ერთ ტრანშის მიღებას.
ჩვენ მადლობას ვუხდით ევროკავშირს სოლიდარობისთვის”,- წერს პრემიერ-მინისტრი „ტელეგრამზე”.
ინფორმაციისთვის, “Ukraine Facility” არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის თებერვალში ერთხმად დაამტკიცეს, რის შედეგადაც 2024 – 2027 წლებში უკრაინას მხარდასაჭერად საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო უნდა გადაეცეს.