სერბეთის ვიცე-პრემიერი: ევროკავშირის უმეტესობას და ნატოში ყველას სურს რუსეთის დამარცხება, მსხვერპლის მიუხედავად, მათ არ აინტერესებთ მშვიდობა

ევროკავშირის უმეტესობას და ნატოში ყველას სურს რუსეთის დამარცხება, მსხვერპლის მიუხედავად, მათ არ აინტერესებთ მშვიდობა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია არის ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფო და ბრძოლის ველზე მისი დამარცხება შეუძლებელია, – ამის შესახებ სერბეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ვულინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„მე მინდა მშვიდობა, მაგრამ ევროკავშირის უმეტესობას და მთელ ნატოს სურს რუსეთის დამარცხება, მიუხედავად იმისა, თუ რა მსხვერპლს მოითხოვს ეს. მათ არ აინტერესებთ მშვიდობა. ბირთვული მსოფლიო ძალის დამარცხება შეუძლებელია. ეს ეხება აშშ-საც, ჩინეთსაც და რუსეთის ფედერაციასაც. მაშინ რატომ უნდა გაჩაღდეს კონფლიქტი მსოფლიოში უდიდეს ბირთვულ ძალასთან, იმისთვის, რომ ის ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს?“- აღნიშნა ვულინმა.

იმავე ინტერვიუში სერბეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია “ბრიკსი” (BRICS), რომელიც ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას აერთიანებს, სერბეთისთვის არის შანსი და ევროკავშირის რეალური ალტერნატივა, რადგან ის არაფერს მოითხოვს სერბეთისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები