დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს

დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.).

შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 საათიდან დაიწყება.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები