როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილის სწავლისადმი ინტერესი დაქვეითდა?
თანამედროვე ბავშვის ყურადღებას ბევრი სხვადსხვა გარემოებები იქცევს, შედეგად კი შესაძლოა მან სასკოლო მეცადინეობას უკლოს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ მოზარდს ახალი ინტერესები გაუჩნდა და მისი სწავლისადმი ინტერესი შემცირდა? ამის შესახებ „კვირას“ ფსიქოლოგი ნინო ახალაია ესაუბრა და დედებს რჩევებიც მისცა.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, უპირველესად მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია სასწავლო მოტივაციის დაქვეითება. ახალაიას განმარტებით, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა მშობლების და მასწავლებლების მხრიდან არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც მოსწავლის ცუდი ქცევა, რომლის აღკვეთა აუცილებელია. ფსიქოლოგის რჩევით, ყურადღება თავად მოზარდის პიროვნებაზე უნდა გადავიტანოთ, ვესაუბროთ, და გამოვარკვიოთ. მისივე თქმით, საჭიროა დელიკატური მიდგომა, რადგან მუდმივი საყვედურები ბავშვის უხასიათობას იწვევს და მისი სწავლის ხარისხი არ უმჯობესდება.
„სასწავლო მოტივაციის დაქვეითება, სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასკოლო პრობლემაა. შვილის დაბალ აკადემიურ მოსწრებას ძალიან განიცდიან მშობლები და ამასთან ეჩვენებათ, რომ უფრო მეტად თავად ღელავენ, ვიდრე მათი შვილი, თუმცა ჩვეულებრივ, ამ დროს არც მოზარდი გრძნობს თავს ბედნიერად, უწევს მშობლების და მასწავლებლის კრიტიკის, შენიშნვნების, გამუდმებული საყვედურების და აკრძალვების მოსმენა. ხშირად უფრო უკეთესად სწავლას მაინც ვერ ახერხებს, უხასიათობა ძლიერდება და მისი მხრდიან პროტესტიც უფრო მძაფრია.
უპირველესად მნიშვნელოვანია, გაირკვეს, თუ რა დგას დაქვეითებული სასწავლო მოტივაციის უკან, რამ გამოიწვია ცვლილებები. თანამდროვე ცხოვრებაში ყურადღების ბევრი გადამრთველი არსებობს, აქედან ყველაზე მეტად კომპიუტერი და მობილური ტელეფონებია. ბავშვები ადვილად ეჯაჭვებიან კომუპიტერს და სასწავლო მოტივაციის დაქვეითებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ცხადია, არსებობს სხვა შესაძლო მიზეზებიც. ამიტომ სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვა მშობლების და მასწავლებლების მხრიდან არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც მოსწავლის ცუდი ქცევა, რომლის აღკვეთა აუცილებელია, არამდედ მთავარია ყურადღება და ინტერსი გადატანილ იქნას თავად მოზარდის პიროვნებაზე. საჭიროა საუბარი, გამორკვევა, ხანდახან რამდენადაც შესაძლებელია მიღებულ ცუდი შეფსებების იგნორირებაც და იმავდროულად, თავად მისით დაინტერესება – რა შეიცვლა, რა მიმართულებით გაიზარდა ინტერესები, ხომ არ გაჩნდა პრობელემები თანატოლებთან ურთიერთობაში და ა.შ. საკითხთან მიმართებაში საჭიროა ინდივიდულაური და დელიკატური მიდგომა. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის ჩარევაც“,- აღნიშნავს ნინო ახალაია.
ფსიქოლოგი ყურადღებას ასაკობრივ ფაქტორზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ასაკთან ერთად მოსწავლის შესაძლებლობები იზრდება, ფართოვდება ინტერესთა წრე და წინა პლანზე თანატოლებთან ურთიერთობა გამოდის. მისი თქმით, ყველაზე დიდი შეცდომა ამ დროს მოზარდთან ხისტი და რადიკალური დაპირისპირებაა. ნინო ახალაია მშობლებს შვილის პრობლემასთან გამკლავებისთვის ფსიქოლოგისთვის მიმართვასაც ურჩევს იმისთის, რომ ნეგატიურმა ემოციებმა ურთიერთობაში ხელი არ შეუშალოს.
„დაწყებით კლასებში მოსწავლეები უფროსების მხრიდან დადებითი შეფასების დამსახურებაზე არიან ორიენტირებულები. ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია სწავლის მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მშობლის მხრიდან დაშვებული შეცდომები თავს უფროს კლასებში იჩენენ. ასაკთან ერთად მოსწავლის შესაძლებლობები იზრდება, ფართოვდება ინტერესთა წრე, წინა პლანზე თანატოლებთან ურთიერთობა გადადის, ვიდრე სახლში გატარებული დრო და მშობლებთან ურთიერთობა, ხდება სხვადახვა თინეიჯერულ წრეებში გაერთიანება.
ყველაზე დიდი შეცდომა ამ დროს მოზარდთან ხისტი და რადიკალური დაპირისპირებაა. მოზარდს სჭირდება სახლში ნდობით სავსე გარემო და მშობლების იმედი, რომ არ გახდეს იძულებული თქვას ტყუილი, რომელიც დიდი ალბათობით შემდგომში სისტემტურ ხასიათს მიიღებს ან შესაძლოა, მიმართოს დემონსტრაციული ხასიათის, აგრესიულ ქცევებს. როდესაც მშობელს უჭირს გაუგოს შვილს, უნდა მიმართოს ფსიქოლოგს, რადგან ზედმეტმა ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს შვილთან ურთიერთობაში“, – ამბობს ახლაია.
ფსიქოლოგის მშობლებს შვილის პრობლემასთან საბრძოლველად მასწავლებლებთან ერთობლივ მუშაობასაც ურჩევს. მისი განმარტებით, სასწავლო მოტივაციის დაქვეითება არ არის მხოლოდ რომელიმე ერთი მშობლის, მოზარდის, სკოლის ან მასწავლებლების წინაშე მდგარი პრობლემა. მისი თქმით, საჭიროა ერთობლივი მუშაობა, რადგან მასწავლებელს შეუძლია, როგორც სასწავლო ინტერესის გაღვივება, ისე ჩაქრობა.