რობერტა მეცოლა: რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი X-ზე.