ნინო წილოსანი: დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა თუ „დემოკრატიის ფესტივალია“, მაშინ ყველაფერი არეულა ამ ქვეყანაში

დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა თუ „დემოკრატიის ფესტივალია“ და ეს თუ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფონდებიდან, მაშინ ყველაფერი არეულა ამ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში,- ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი “დემოკრატიის ფესტივალს”.

“დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა თუ „დემოკრატიის ფესტივალია“ და ეს თუ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფონდებიდან, მაშინ ყველაფერი არეულა ამ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. დიდი სიამოვნებით დაველოდები დანიის საელჩოს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურებოდა ამ [ფესტივალის] ოპოზიციური აქტივობის დაფინანსება, თუმცა არ გამიკვირდება, თუ პასუხი არ იქნება. არავის გვიკვირს, რომ ხშირად, უცხოური დაფინანსება პირდაპირ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, რაც აკრძალულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას“, – განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები