გურამ მაჭარაშვილი – “დემოკრატიის ფესტივალზე”: დაუშვებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ ოპოზიციას – ერევა პირდაპირ პოლიტიკაში
დაუშვებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ ოპოზიციას – ერევა პირდაპირ პოლიტიკაში,- ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი “დემოკრატიის ფესტივალს”.
მისი თქმით, ყველა ის დონორი ორგანიზაცია, ყველა იმ სახელმწიფოს საელჩო, რომელიც აფინანსებს ასეთ პოლიტიკურ პროცესებს, ვეღარ გამოდგება არჩევნების ობიექტურ მსაჯულად.
„ერთის მხრივ, დაუშვებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩო პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ ოპოზიციას – ერევა პირდაპირ პოლიტიკაში და მეორეს მხრივ, ყველა ის დონორი ორგანიზაცია, ყველა იმ სახელმწიფოს საელჩო, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ასეთ პოლიტიკურ პროცესებს, ვეღარ გამოდგება ობიექტურ მსაჯულად არჩევნების დროს და არჩევნების შემდგომ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო.