მოვუწოდებ იმ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. დაბულინგებით, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში – მაია ბითაძე
მოვუწოდებ იმ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. დაბულინგებით, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვნახავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული რაოდენობა აუცილებლად დარეგისტრირდება რეესტრში. მოვუწოდებ იმ ყველა მსხვილ და დესტრუქციულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაკავებულები არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ე.წ. დაბულინგებით, რომ ისინიც დარეგისტრირდნენ რეესტრში. კანონმდებლობა ძალიან მარტივ და პრიმიტიულ რაღაცას ითხოვს, რომ მათი ფინანსები და მათ მიერ დახარჯული თანხები იყოს გამჭვირვალე“, – აღნიშნა ბითაძემ.