“მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ გაუარესებულა, აქამდე ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა სამოთახიანაშია” – “ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

მიხეილ სააკაშვილის პირობები პალატაში არ არის გაუარესებული – აქამდე ოროთახიან ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების გამო გახდა საჭირო პალატის ცვლილება.

„კლინიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი დეპარტამენტი დაგვემატა და დაგვჭირდა ის სართული, სადაც პაციენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. შესაბამისად, პალატა შეიცვალა. ბევრად გაუმჯობესებულ პირობებშია, არანაირად არ არის გაუარესებული, აქამდე ოროთახიანი ლუქსში იყო, ახლა არის სამოთახიან ლუქსში“,- აღნიშნა ჩხაიძემ “ინტერპრესნიუსთან”.

მიხეილ სააკაშვილის, დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა მის შვილს პალატა შეეცვალა და „ახალ პირობებში ტელევიზორი არ ჰქონდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები