დავით მათიკაშვილი – სააკაშვილზე: დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში
დამნაშავეები სასჯელს ციხეში უნდა იხდიდნენ და არა ოროთახიან სამედიცინო აპარტამენტებში, ეს არის მოცემულობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას აღნიშნა.
მათიკაშვილი ამბობს, რომ სად მოიხდის სასჯელს მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ.
„თუ კონკრეტულ პატიმარს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოფილი პრეზიდენტია თუ არა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი მოიხადოს იქ, სადაც არის წესი, და ეს არის პენიტენციური დაწესებულება, ანუ ციხე, იქ უნდა მოიხადოს და არა სამედიცინო დაწესებულებაში. იუსტიციის სამინისტრო, ექიმები იღებენ გადაწყვეტილებებს და ისინი გადაწყვეტენ, სად არის მიხეილ სააკაშვილის ადგილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.