დავით მათიკაშვილი: ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებობს, გადაიტვირთოს და გადატვირთვა მოხდეს გაუმჯობესების კუთხით და არა – გაუარესების. სამწუხაროდ, ამერიკული მხარისგან ამის სურვილს და შემხვედრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, გადაიხედება ეს [საქართველო-აშშ-ის] ურთიერთობები და ჩვეულ რელსებს დაუბრუნდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკების განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.