ირაკლი ქადაგიშვილი – „დემოკრატიის ფესტივალზე“: ეს არის სირცხვილი, რასაც დემოკრატიის სახელით დანია თუ სხვა ევროპული სახელმწიფოები აკეთებენ

ეს არის სწორედ ნიმუში იმისი, რომ დემოკრატია თურმე ორმაგი სტანდარტებით იკვებება დღევანდელ სამყაროში, – აღნიშნული შეფასებით უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი “დემოკრატიის ფესტივალს” გამოეხმაურა.

ქადაგიშვილი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება, „ენჯეოები“ პირდაპირ გახადეს პოლიტიკური პარტიების დანამატებად.

„ეს არის სირცხვილი დემოკრატიის, რასაც დემოკრატიის სახელით დანია თუ სხვა ევროპული სახელმწიფოები აკეთებენ. მათ დემოკრატია წარმოუდგენიათ ისე, რომ მათი პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად ქვეყნის კანონი უნდა დაარღვიონ, კონსტიტუცია უნდა დაარღვიონ, დემოკრატიის პრინციპები უნდა დაარღვიონ.

სამოქალაქო საზოგადოება პირდაპირ გახადეს, „ენჯეოები“, პოლიტიკური პარტიების დანამატებად. რაზე ვილაპარაკოთ აქ? ეს არის სწორედ ნიმუში იმისი, რომ დემოკრატია თურმე ორმაგი სტანდარტებით იკვებება დღევანდელ სამყაროში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები