გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში

ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. რა თქმა უნდა დასკვნები სამედიცინო პერსონალის შემდგომ უნდა იქნას მიღებული და გადაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება. სააკაშვილი ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი მას არ სჭირს. გამომდინარე ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს შესაბამის დაწესებულებაში. რატომ ხართ იმის მომხრე, რომ სააკაშვილი განსხვავდებოდეს სხვა პატიმრებისგან, როდესაც მას ამის არანაირი მიზეზი აღარ აქვს, აღარც შიმშილობა არის, აღარც განუკურნებელი დემენცია და აღარაფერი. სააკაშვილს აღარ უსმენს გვარამია, მელია, აღარავინ უსმენს, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის გამოსვლის? სააკაშვილის სასჯელის მოხდა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი ქართულ და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები