იაგო ხვიჩია: ჭეშმარიტად გულწრფელი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები საერთოდ მიხეილ სააკაშვილის სურათით უნდა დადიოდნენ

პარტია “გირჩის ” ლიდერი იაგო ხვიჩია “დემოკრატიის ფესტივალს” აფასებს.
მისი განცხადებით, არცერთ ოპოზიციონერ პარტიას არ აქვს გეგმა, თუ რა უნდა გააკეთონ არჩევნების შემდეგ.

ხვიჩია უცხოელ პარტნიორებს ურჩევს ფული “გირჩს” დაახარჯონ.
“სააკაშვილის ფანებს ბანერის ტარებას ვერ აუკრძალავ, გამორიცხულია, რაც არ უნდა გრანტები შემოდიოდეს და ვისი ფულითაც არ უნდა იყოს. ჭეშმარიტად გულწრფელი მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები საერთოდ მიხეილ სააკაშვილის სურათით უნდა დადიოდნენ. არც “ლელო”, “ახლებს”, “ნაცებს” და სხვა პარტიებს არანაირი წინასაარჩევნო გეგმა არ გააჩნიათ. არც იციან რა უნდათ არჩევნებზე მოგების შემდეგ. ფულის დახარჯვა იმის პრეზენტაციაში რაც არ არსებობს და ყვირილში – მე არ ვარსებობ, ამისთვის ფულის ხარჯვა მართლა უაზრობაა. მე ჩვენს პარტნიორებს ვურჩევდი ჩვენ დაგვახარჯონ ფული,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები