ბექა ოდიშარია: თამაში დამთავრებულია, პარტია „ლელო“ აღარ არსებობს
თამაში დასრულებულია – პარტია „ლელო“ აღარ არსებობს – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წაგებულ დავაზე საუბრისას აღნიშნა.
„ლელოდ“ წოდებული ლობისტური კომპანია, რომელიც ანაკლიის პროექტზე პარაზიტირებას ცდილობდა და მიიღვწოდა, რომ ქართველი ხალხისთვის იმ დროინდელი ბიუჯეტის ერთი მეოთხედი გამოეგლიჯა და ჯიბეში ჩაედო, არის პირწმინდად დამარცხებული, არა მხოლოდ ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ მიერ, არამედ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ. თამაში დამთავრებულია და ახლა რა მოტივაციით შეიძლება დარჩნენ პოლიტიკაში ის ადამიანები, რომლებიც მოწადინებულები იყვნენ, რომ ქართველი ხალხი გაეძარცვათ, ჩემთვის გაუგებარია. პარტია „ლელო“ აღარ არსებობს“, -აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
“ლელოს” ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.