ბექა ოდიშარია – „დემოკრატიის ფესტივალზე“: სწორად შეაფასა პრემიერმა, მან ამ ფსევდოდემოკრატიის ფესტივალს ავტორიტარიზმის ფესტივალი უწოდა
“ფაქტი ჯიუტია – ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოფენილი არა დემოკრატიული ლოზუნგები და არა ის სახელმძღვანელოები, სადაც შეიძლება დემოკრატიის პრინციპების ამოკითხვა, არამედ იყო სააკაშვილის ბანერები,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ “დემოკრატიის ფესტივალზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრემიერმა აღნიშნული ღონისძიება სწორად შეაფასა, როდესაც ავტორიტარიზმის ფესტივალი უწოდა.
ფაქტი ჯიუტია – ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოფენილი არა დემოკრატიული ლოზუნგები და არა ის სახელმძღვანელოები, სადაც შეიძლება დემოკრატიის პრინციპების ამოკითხვა, არამედ იყო სააკაშვილის ბანერები. ზედაპირზე უცხო ქვეყნის, ამ შემთხვევაში დანიის ჩარევა დევს. დასანანია რომ დასავლელი პარტნიორი ქვეყანა გარკვეული ინსტიტუციის მეშვეობით ასე უხეშად ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა ოდიშარიამ.
ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო.