გამოძიება სრულფასოვნად მიდის და ყველაფერს ფარდა აეხდება, მთავარია, რომ ასეთი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა: სარჯველაძე – ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე

ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ქვეყანაში ძალები, რომელთათვისაც შესაძლოა მისაღები იყო ადამიანების კვლა, ტერორიზმი და ზოგიერთი პოლიტიკური ძალებისთვის ამართლებდეს მიზანი ასეთი საშუალებების გამოყენებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე განაცხადა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.

მისივე განმარტებით, გამოძიება სრულფასოვნად მიდის.

„ყველაფერს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, რომელიც მიდის სრულფასოვნად. ყველაფერი დასრულდება ყველაფრისთვის ფარდის ახდით. მთავარია, რომ ასეთი ჩანაფიქრი განხორციელებადი ვერ აღმოჩნდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები