დავით მათიკაშვილი – მედიის თავისუფლების კვლევაზე: უკრაინას რომ საქართველოზე წინ აყენებენ, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა

უკრაინას რომ საქართველოზე წინ აყენებენ, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ომის პირობებშია და ფაქტობრივად, იქ მედია პლურალიზმი აღარ არსებობს.

„2012 წლის შემდეგ საქართველოში მედია კუთხით არსებული ვითარება კარდინალურად შეცვლილია. ყველამ კარგად იცის, რომ თუნდაც ოპოზიციური ხმა საქართველოში ისმის, როგორი არასწორი და არაობიექტურიც არ უნდა იყოს. როდესაც ამას უკრაინას ადარებენ, რომელიც ომის პირობებშია და ამის გამო, ფაქტობრივად, მედია პლურალიზმი აღარ არსებობს და უკრაინას საქართველოზე წინ აყენებენ, ეს ნამდვილად ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში არსებულ მედიაგარემოს დაბალი შეფასება მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები