ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოგვიანებით „ჰეზბოლამ“ დაადასტურა, რომ ათობით რაკეტა გაუშვა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით, თუმცა ზიანსა და დაშავებულებზე მათი მხრიდან ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ეს არის “ჰეზბოლას” პირველი სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ, რაც ისრაელის მეთაური, ფუად შუკრი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები