„ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების სოლიდარობისთვის“ – ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, 2 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გამო, 2 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
„ეროვნული გლოვის დღე გამოცხადდება ხვალ [2 აგვისტო] პალესტინის საქმისადმი სოლიდარობისა და ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების სოლიდარობის მიზნით“, – წერს ერდოღანი X-ზე.
შეგახსენებთ, რომ თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის 30 ივლისს, თეირანში, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.