ინდოეთში, კერალას შტატში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 166-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინდოეთის არმიის ინფორმაციით, სამხედროებმა 1000 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა 225 ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი საინფორმაციო სატელევიზიო არხის ინფორმაციით, 166 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 195 ადამიანი დაშავდა.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 350-მდე საცხოვრებელი სახლი.