„ჰეზბოლა“ ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი მეთაურის, ფუად შუქრის დაღუპვას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, ფუად შუქრი ღამით ბეირუთში, იმ შენობაში იმყოფებოდა, რომელსაც ისრაელმა დაარტყა, თუმცა მის გარდაცვალებას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მათივე ცნობით, შენობის ნანგრევებს სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები ასუფთავებენ.
ინფორმაციისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰეზბოლას“ მეთაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.