“ჰამასის” ლიდერი ისმაილ ჰანიე, რომელიც გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა, თეირანში მოკლეს

თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს, – ამის შესახებ განცხადებას ირანის რევოლუციური გვარდია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პოლიტბიუროს ხელმძღვანელის გარდაცვალება „ჰამასმაც“ დაადასტურა და მან ამაში ისრაელი დაადანაშაულა.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში იმყოფებიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

მათივე ცნობით, ჰანიე თეირანში, მის რეზიდენციაზე განხორციელებული „სიონისტური თავდასხმის“ შედეგად დაიღუპა.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე გუშინ, თეირანში ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, ის ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები