IDF-მ „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრის მოკვლის შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მტკიცებით, მათ ბეირუთის რაიონში განხორციელებული თავდასხმის დროს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ფუად შუკრი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ისრაელის არმიის თქმით, შუკრი იყო მეთაური, რომელიც გასულ კვირაში ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი და რომელსაც დაახლოებით 12 ბავშვი და მოზარდი ემსხვერპლა.

მანამდე, Reuters და AFP საინფორმაციო სააგენტოები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით ციტირებდნენ, რომ შუკრი დღევანდელ თავდასხმას გადაურჩა, თუმცა მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცოტა ხნის წინ დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები