ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვითი ძალების ცნობით, დარტყმის სამიზნე „ჰეზბოლას“ მეთაური იყო, რომელიც გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ-შამსზე საჰაერო თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ქვეყნის სამიზნეს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური, ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის, ჰასან ნასრალას მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.