ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის, – ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრ აქტივობას ვხედავთ, შეშფოთებულები ვართ ამ სიტუაციის სრულმასშტაბიან ბრძოლაში გადაზრდის შესაძლებლობით, მე არ მჯერა, რომ ბრძოლა გარდაუვალია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ სურს საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდეს.
ინფორმაციისთვის, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, როცა შაბათს გოლანის მაღლობზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ.
ისრაელი პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.