“მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს ნახევრად უთხრეს და ნახევრად თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიზებული გახადა ანაკლიის პორტი” – მაჭარაშვილი
„მთელი წლების განმავლობაში საზოგადოებას ეუბნებოდა[მამუკა ხაზარაძე], რომ ხან ჩინელი, ხან ყაზახი და ხან ამერიკელი ინვესტორები ჩამოჰყავდა. რა თქმა უნდა, არავინ ჩადებდა თანხას იმ პირობით. ხაზარაძე ამბობდა, რომ ინვესტორი თუ მოგებას ვერ ნახავს, მას მოგება მაინც უნდა წაეღო სახლში”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“მას შემდეგ, რაც ხაზარაძეს ნახევრად უთხრეს და ნახევრად თავად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, პოლიტიზებული გახადა ანაკლიის პორტი, თითქოს ის იყო ამომავალი მზე დასავლეთიდან ევროინტეგრაციასთან და ამერიკასთან ურთიერთობაში. აღმოჩნდა, რომ არა თუ ამომავალი მზე, არამედ ჩვეულებრივი თაღლითური სქემების მესაკუთრეა. ეს დადასტურდა არა მხოლოდ ანაკლიის პორტზე. ჩვენ სულ მცირე ორი მაგალითი ვიცით მის სხვადასხვა კომპანიაში, როდესაც გადააგდო უცხოელი ინვესტორები და რომლებმაც აქეთ უჩივლეს ხაზარაძეს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ამიტომ, ანაკლიის პორტში მიმდინარე პროცესების და სხვა პროცესების პოლიტიკისთვის გამოყენებას, ბუნებრივია, მას არავინ შეარჩენდა. თან წინასაარჩევნოდ მიიღო „საჩუქარი“. თავისი ამომრჩეველიც კი ეტყვის, რომ მართალი ყოფილა, რასაც შენზე ამბობდნენ, გადააგდე სახელმწიფო და მერე სახელმწიფოს აქეთ უჩივლე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.