“გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ დონორს უზიარებენ ყველა ინფორმაციას და საზოგადოებისგან ამას მალავენ” – მიქანაძე

“გამჭვირვალობისა და ანგარიშგების წინააღმდეგ გამოდიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ დონორს უზიარებენ ყველა ინფორმაციას და საზოგადოებისგან ამ ინფორმაციას მალავენ“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის სპეკულაციური და მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ორკესტრირებულად დაიგეგმა და სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალურად, არასამთავრობო სექტორმა ცალკე და ახლა უკვე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წარმოადგინეს, იმისთვის – რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს სიტუაციის სიმძაფრე აჩვენონ, რაც რეალობას არ წარმოადგენს”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები