გია ვოლსკი – სააკაშვილის მოწოდებაზე: ის, რომ აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს ახალი არ არის

ის, რომ აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს ახალი არ არის,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი
არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის სახელი ყველას დავიწყებული აქვს, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს იმას, რასაც სულ ლაპარაკობდა – რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს.

„სააკაშვილის სახელი საერთოდ, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდაპოლიტიკურ რეალობაში ყველას დავიწყებული აქვს, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს იმას, რასაც სულ ლაპარაკობდა – რომ საქართველოში ქაოსი უნდა იყოს. ის, რომ აპირებენ არჩევნების არცნობას, არჩევნების წინა თუ შემდგომ პერიოდში დესტაბილიზაციის მოწყობას, ეს ახალი არ არის. სააკაშვილის კუდში მისდევს მისი აღსაზრდელების რადიკალურ განცხადებებს, რომლებმაც უკვე დიდი ხნის წინათ გადაასწრეს ამ რადიკალიზმში მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები