”მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის მთავარი პრიორიტეტი არის გაფართოება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს.
“უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტია ასევე, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან ამ პერიოდში იყოს გარკვეული პროგრესი გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოსთან მიმართებითაც. ეს იყო სულისკვეთება ყველა გამოსვლის, რომელიც ჩვენ უნგრული მხრიდან მოვისმინეთ. რა თქმა უნდა, გაიმართა დებატები. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სულისკვეთება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის იგივეა. იმისთვის, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი წარმატებული იყოს, უნდა იყოს დიალოგი ყველა კანდიდატ ქვეყანასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.