აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირბის თქმით, დახმარების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, HIMARS-ის ტიპის საარტილერიო საბრძოლო მასალა, ნაღმტყორცნები და Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი – 225 მილიონი დოლარის ოდენობით – აშშ-მა 11 ივლისს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები