იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს შეხვდა

მჭიდრო თანამშრომლობა იტალიასა და საქართველოს შორის, არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება, საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები – ეს და სხვა საკითხები განიხილა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე.

მინისტრმა სტუმარს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და მაკრო-ფისკალური ინდიკატორები, ასევე მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და გამოთქვეს მზაობა, ორ ქვეყანას შორის გაგრძელდეს პარტნიორობა, რაც ხელს შეუწყობს იტალიური და ქართული ბიზნესკომპანიების ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და იტალიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები