“ზრდის ისეთი პოტენციალი, რაც ჩვენს პარტიას აქვს, არც ერთ პარტიას არ აქვს” – ანა ბუჩუკური

“ზრდის ისეთი პოტენციალი, რაც ჩვენს პარტიას აქვს, არც ერთ პარტიას არ აქვს”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“გაერთიანებების მხრივ ჩვენი გუნდი ყველაზე თანმიმდევრული აღმოჩნდა. ორი წელია ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებში გავდივართ მარტო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი ძალიან საინტერესო ადამიანი შემოგვიერთდება, ბევრთან პერსონალური კომუნიკაცია გვაქვს. არსად გვეჩქარება – ნახავთ ახალ ადამიანებს ჩვენთან.

მაშინ, როცა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი კარტი გაშალა, ჩვენ პოლიტიკური სვლები არც კი დაგვიწყია”, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები