„ილიაობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება

2 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, „ილიაობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2024 წელს, „ილიაობას” საგურამოს სახლში ქვემო ქართლის მხარე იქნება წარმოდგენილი.
„ილიაობის” დღესასწაული 2014 წელს აღდგა. განახლებული ფორმატის მიხედვით ყოველი წლის 2 აგვისტოს, „ილიაობის” მასპინძლები საგურამოში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული კუთხეები ხდებიან. ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და ილიას სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები