“ჩვენ ჩავატარეთ იმ 122 ორგანიზაციის კვლევა, რომელთაც  სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს” – მიქანაძე

“იმავე საბაზისო პარამეტრების გამოყენებით, ჩვენ ჩავატარეთ იმ 122 ორგანიზაციის კვლევა, რომელთაც  სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ამ 122 ორგანიზაციიდან ერთი – ეს არის ტელეკომპანია, რომელიც მარეგულირებელი კომისიის პასუხისმგებლობის ფორმატში ჯდება და ამიტომ ჩვენ კვლევის ფარგლებში მისი საკითხი არ შეგვისწავლია – ამიტომ, შევისწავლეთ დარჩენილი 121.

ამ 121 ორგანიზაციიდან 34 არის ის, რომელსაც 8 აპრილის განცხადებაზე ხელი  არ მოუწერია, ხოლო 87 – იმ 474 ორგანიზაციიდან, რომელმაც ხსენებულ განცხადებას ხელი მოაწერა”, – განმარტა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები