გიორგი ჩაკვეტაძე – ტერორიზმის საქმეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თუკი ვინმეს ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, ეს აღიკვეთება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თუკი ვინმეს ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, ეს აღიკვეთება,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტერორიზმისა და ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებდით იმას, რომ ფაქტობრივად, ეს ადამიანები როდესაც გამოკითხვიდან გამოდიოდნენ, არ ამბობდნენ რა მუხლზე იყვნენ, რა საქმესთან დაკავშირებით იყვნენ გამოკითხვაზე. შემდეგ აღიარეს, რომ ეს, მათ შორის, შეეხებოდა ტერორიზმის მუხლს და პარტიის საპატიო თავმჯდომარის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს მიუღებელია, წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვიათ, არაფერი გვიკვირს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თუკი ვინმეს ჰქონდა ასეთი ჩანაფიქრი, რა თქმა უნდა, ეს აღიკვეთება“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები