“ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის” – მდინარაძე
“ბიძინა ივანიშვილი არის მთავარი მსაზღვრელი და ფაქტორი მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
“იმიტომ არა, რომ შესაძლოა, მე და „ქართული ოცნების“ თითოეული წარმომადგენელი, ძალიან სუბიექტური ვიყოთ ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ რეალობა ესაა, ჩვენზე კიდევ უფრო კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორ არის ამ ყველაფრის უზრუნველმყოფი და მისი არ ყოფნის შემთხვევაში, როგორ გაუადვილდებოდათ მათ საქართველოს ხელისუფლების დამხობაც, ვითარების არევა და დავალების შესრულებაც, რომ ეს ქვეყანა მეორე ფრონტი გამხდარიყო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.