გარდაცვლილმა მოასწრო პოლიციასთან საუბარი და მკვლელის ვინაობა უთხრა – თელავში მომხდარი მკვლელობის დეტალები

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლალისყურში მომხდარ ორმაგ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 52 წლის კახაბერ ზათიაშვილი  ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 29 წლის არჩილ გაწირიძე – მუცლის ღრუში მრავალჯერადი ჭრილობით  – კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვალებამდე მან სამართალდამცავებთან საუბარი მოასწრო და სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია დამნაშავის შესახებ, ასევე, კონფლიქტის მიზეზზეც ესაუბრა.

დანაშაულში ეჭვმიტანილს პოლიცია კვლავ ეძებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები