ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის კამალა ჰარისთან დებატებისთვის.

„მაქვს სურვილი, რომ კამალა ჰარისთან ერთზე მეტი დებატები ჩავატარო, აბსოლუტურად“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანვე დასძინა, რომ ბაიდენსა და ჰარისს ერთი და იგივე პოლიტიკა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები