“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული [ამნისტიის კანონპროექტი] ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბის არის, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია” – რაქვიაშვილი

“ცხადი იყო, რომ ეს საჭიროა, რაც შეიძლება ფართო ამნისტია. ამნისტია, რომელიც ჩვენი ინიციატივა იყო, საყოველთაო ამნისტიას გულისხმობდა”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ბევრად უფრო ნაკლები მასშტაბის არის, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა ეტაპზე მოვძებნოთ სივრცე, რომ გავაფართოოთ ამნისტია და ისეთ მუხლებზე განვავრცოთ, რომელიც “ქართული ოცნების” ლოგიკიდან გამომდინარეობს და ახლა რატომღაც არის გამოტოვებული”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები