“[საქართველოსთან მიმართებით] სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება” – ქადაგიშვილი
“რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით სანქციებს – ამ სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბუნდოვანება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.
“სანქციებს რაიმე მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს. ჩვენს შემთხვევაში, ფაქტობრივად, მითის გარშემო უნდათ, რომ ვიღაცას სანქციები დაუწესონ. ეს არის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის წმინდა მცდელობა, გამომდინარე იქიდან, რომ მოიგონეს, რაღაც კანონს დაარქვან “რუსული” და ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, კეთროვანივით ყველა გაემიჯნება”, – თქვა ქადაგიშვილმა.