ევროპული ქვეყნები უფრო მეტად და მეტად საუბრობენ გამჭვირვალობის საჭიროებაზე, ამავე დროს, იმ კრიტიკას ვხედავთ, რომლის ქარ-ცეცხლშიც საქართველო გაეხვა სწორედ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით – მაკა ბოჭორიშვილი

ევროპული ქვეყნები უფრო მეტად და მეტად საუბრობენ გამჭვირვალობის საჭიროებაზე, უცხოური გავლენების შეზღუდვაზე და გამკლავებაზე იმ
საფრთხეების, რაც მოდის უცხოურ გავლენებთან ერთად. ამავე დროს, იმ კრიტიკას ვხედავთ, რომლის ქარ-ცეცხლშიც საქართველო გაეხვა სწორედ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ პარტნიორები დაინახავენ საქართველოს საჭიროებებს, რადგან მისივე თქმით, ისინი იმ გამოწვევებისგან არ განსხვავდება, რასაც უმკლავდებიან მსგავსი კანონების ინიციირებით ევროპელი პარტნიორები.

„ევროპული ქვეყნები უფრო მეტად და მეტად საუბრობენ გამჭვირვალობის საჭიროებაზე, უცხოური გავლენების შეზღუდვაზე და გამკლავებაზე იმ
საფრთხეების, რაც მოდის უცხოურ გავლენებთან ერთად. ამავე დროს, იმ კრიტიკას ვხედავთ, რომლის ქარ-ცეცხლშიც საქართველო გაეხვა სწორედ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები დაინახავენ იმ საჭიროებებს, რაც საქართველოს წინაშე დგას, რადგან ის იმ გამოწვევებისგან არ განსხვავდება, რასაც უმკლავდებიან მსგავსი კანონების ინიცირებით ევროპელი პარტნიორები. გამოწვევები ერთნაირია და გამოწვევებთან გამკლავების გზები არის საერთო და ერთნაირი. შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ერთ შემთხვევაში წახალისება გამჭვირვალობის, ხოლო მეორე შემთხვევაში დაგმობა, როგორც დემოკრატიის ძირის გამომთხრელი ფაქტორის, რაც არაერთხელ გავიგეთ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს კანონი ზუსტად იმ მიზნებს ემსახურება, რაც პარტნიორების შემთხვევაშია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ინფრომაციისთვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გამოვიდა ინიციატივით, მედიას მოსთხოვონ ყველა აქციონერის იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენენ სარედაქციო პოლიტიკაზე, აგრეთვე თანხებზე, რომლებსაც ისინი იღებენ საჯაროდ დაფინანსებულ რეკლამებში და მესამე ქვეყნებიდან, ასევე აუდიტორიის შესახებ გამჭვირვალე მონაცემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები