გია აბაშიძე – ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინცადამიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?
“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების “სავიზიტო ბარათია” – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და “დაჩაგრეს”. ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანან, ისინიც “დააკნინეს?” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ის წერს, პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტიტუტების გარჩევაში წლებია “ოროსნები” არიან.
“მენტალური პროვინციალიზმი ნაცჟურნალისტების “სავიზიტო ბარათია” – თურმე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე სამიტზე, პრემიერი კობახიძე კოლექტიური ფოტოს გადაღებისას მესამე რიგში დააყენეს და “დაჩაგრეს”. ანუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდით იმავე რიგში მყოფი ევროპელი ლიდერები რომ დგანან, ისინიც “დააკნინეს”?
სამიტზე უკრაინაში ომის საკითხია ერთ-ერთი მთავარი და მაინცადამიანც მეორე ფრონტი უნდა გახსნას საქართველომ, წინა რიგში რომ დააყენონ ჩვენი პრემიერი?
პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გვერდით იჯდა, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი სანდუ – პრემიერი ორბანის.
პროტოკოლურ საკითხებზე ხმას ნუ იღებენ ის ნაცსექტანტები, რომლებიც გეოგრაფიაში და ევროპული ინსტიტუტების გარჩევაში წლებია “ოროსნები” არიან.”- წერს გია აბაშიძე.