“თავისუფლებისა და მშვიდობის კუნძული არის საქართველოში შექმნილი” – გორდულაძე

“თავისუფლებისა და მშვიდობის კუნძული არის საქართველოში შექმნილი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, ამ მშვიდობის უზრუნველყოფა “ქართული ოცნების” გარეშე შეუძლებელია.

“ჩვენი ოპონენტები კი არა, ჩვენი ქვეყნის ოპონენტები ვინც არიან, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, რეალურად, ვხედავთ, რომ არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ხელი შეუშალონ როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ასევე, მშვიდობის უზრუნველყოფასაც.

გვახსოვს, როგორ დადიოდნენ სხვადასხვა კაბინეტში ევროკავშირში, სხვადასხვა სტრუქტურაში და ითხოვდნენ, როგორმე, არ მიეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. რატომ? იმიტომ, რომ შემდეგ ხალხი ამას “ქართული ოცნების” დამსახურებად აღიქვამს და ჩვენ ვეღარ შევძლებთ, რომ ძალაუფლებაში დავბრუნდეთო. ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდათ”, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები