“ლელო” და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, ერთი რას არ ეძახდა მეორეს” – ზარქუა

“ლელო” და გახარია ერთმანეთს აგინებდნენ, ერთი რას არ ეძახდა მეორეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არცერთი მათგანი ხალხის დაკვეთის შემსრულებელი არ არის.

“დოლიძეს თავისი ოჯახის წევრები არ აძლევენ ხმას. დღეს გვაგინებს და ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უშვერ სიტყვებს ამბობს და მაშინ, როდესაც თვითონ თანამდებობაზე იყო ჩვენი დამსახურებით, კარგები ვიყავით. ეს ორმაგი სტანდარტია.

“ლელოსთან” დაკავშირებით კი გითხარით, ჩვეულებრივი “ნაცების” დანამატია, “ნეონაცები”. როგორც უნდათ, თვითონ ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები