უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
მისი ცნობით, 2024 წლის 18 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი და სამი რაკეტა გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა ცის დამცველებმა სამიზნეები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, კიევისა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.